პრაიდის ორგანიზატორები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

29.06.21 17:19
პრაიდის ორგანიზატორები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

აშშ-ის ელჩს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეხვდნენ. კელი დეგნანმა პრაიდის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თბილისი პრაიდის ორგანიზატორის, ანა სუბელიანის, თქმით, ამერიკის ელჩთან ქვიარ თემის პრობლემები განიხილეს და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღეს. 

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვიარ თემის პრობლემებზე, ამერიკის ელჩი, ისე როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნის ელჩები, არიან აქტიური მხარდამჭერები და ვფიქრობთ, რომ მათი ჩართულობა ამ პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება. 

ხელისუფლება ცდილობს, რომ პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაგვაკისროს ჩვენ, მაშინ როცა ის არის პასუხისმგებელი, რომ თითოეული მოქალაქის  უფლება დაიცვას", - ამბობს ანა სუბელიანი.