ლარი გაუფასურდა

29.06.21 17:41
ლარი გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა.დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1603 ლარი გახდა, რაც ნიშნავს, რომ აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,24 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,82 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7608 ლარს გაუტოლდა.