სამშობლოს სიყვარულის გადასახადი - ქართველ ემიგრანტებს თანხას არიცხინებენ

29.06.21 20:07
სამშობლოს სიყვარულის გადასახადი -  ქართველ  ემიგრანტებს თანხას არიცხინებენ

"გააგრძელე საქართველოს ისტორია" - ასე ქვია Facebook-ში შექმნილ ჯგუფს, რომლის შემქმნელებიც   უცხოეთში წასული ასობით ემიგრანტს  გაურკევევლი მომსახურებისთვის ყოველთვიურად ხელფასის ნაწილს არიცხინებენ. ადამიანების ჯგუფი ემიგრანტებს  არწმუნებს, რომ ამ ფულით    ისტორიას აცოცხლებენ  და ეს არის ვალი, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის ოჯახების სარჩენად წასულებმა უნდა გადაიხადონ. 

როგორც გაირკვა, ჯგუფი გურამ ქართველიშვილსა და მის მეუღლე, თამარ მესხს, ეკუთვნის. რას ხმარდება რეალურად ემიგრანტების გადარიცხული თანხები, უცნობია.


პირველებს ემიგრანტების ოჯახის წევრებმა დღეს გადარიცხვების დამდასტურებელი დოკუმენტები მიაწოდეს. დოკუმენტებში ჩანს, რომ ემიგრანტების  ნაწილს თვეში ხელფასის 10 %-ს -  100 ევროს არიცხინებენ.