შინაური ცხოველის შეყვანა სკოლებში, აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებში იკრძალება - რა კითხვები აქვთ მესამე სექტორში
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაია ბითაძის ავტორობით დაინიცირდა.
ბითაძემ დღეს განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს:
ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანიც იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის, მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება, ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გაადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება. როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება აქვს ყველას, ეს ასე აღარ იქნება", - ამბობს მაია ბითაძე.
კანონპროექტს "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ცხოველთა უფლებების დამცველთა ნაწილი აპროტესტებს - ისინი ინიციატივაში მიუსაფარ ცხოველებზე ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებიც წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ ახალ კანონპროექტში საუბარი მიუსაფარ ცხოველებზე არ არის, არადა მათი რაოდენობა ქუჩებში ყოველდღიურად იზრდება, რაც იწვევს რისკს, რომ ცხოველებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
ჩვენ ისევ ისე გვაქვს მიუსაფარი ცხოველები პრობლემა, რომლებიც ქუჩაში ზამთარში იყინებიან და სცივათ, რის გამოც ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ხშირ შემთხვევაში კი იღუპებიან. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა და როგორც იქნა, მივაღწიეთ ცნობიერების იმ დონეს, რომ მაღაზიები და სხვადასხვა სივრცეები ცხოველებს უშვებენ გასათბობად საკუთარ ჰოლებში და თუ ამას ავკრძალავთ, ვიქნებით ძალიან არასწორები და არაპროდუქტიულები", - ამბობს ცხოველთა უფლებათა დამცველი.
შინაური ცხოველის შეყვანა სკოლებში, აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებში იკრძალება. ცვლილებების განხილვას პარლამენტი იწყებს. გაორმაგდება ჯარიმები იმ შემთხვევაშიც, თუ შინაურ ცხოველს მეპატრონე ღია სივრცეში ალიკაპის გარეშე გაიყვანს.
ვრცლად ნახეთ აქ
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.