რა პირობებით გამოუშვეს ციხიდან მამა გიორგი მამალაძე? - ძმის პირველი განმარტება

14.02.24 21:57
რა პირობებით გამოუშვეს ციხიდან მამა გიორგი მამალაძე? - ძმის პირველი განმარტება

გიორგი მამალაძის ძმა დეკანოზის გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რის საფუძველზე დატოვა სასულიერო პირმა საპყრობილე. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა.

მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ მისი ძმა მას ჯერ კიდევ საპყრობილიდან დაუკავშირდა და გათავისუფლების ამბავიც იქიდან ამცნო. ამასთან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მეტი დეტალი უკვე ხვალ გახდება ცნობილი.

ერთაერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, არის ის, რომ ის ნამდვილად თავისუფალია, საპყრობილე დატოვა უკვე, მოემართება სახლისკენ, ქობულეთისკენ. სადღაც ოირ-სამი საათის უკან ჩემი ძმა თავად დამიკავშირდა საპყრობილედან და მაცნობა გათავისუფლების შესახებ. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს. დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტის შეწყალება არ არის. ამის კითხვის საშუალებაც არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ 7 წლის განმავლობაში ველოდებით ამ დღეს, აქედან გამომდინარე, ჩემტვის უპირველესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნა გათავისუფლებულიყო და ხვალ და ზეგ უკვე გახდება ცნობილი დეტალები. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში და პასუხი მოგვივიდა გაურკვეველი, რომ სამთვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ და ეს ვადა უნა გასულიყო 19 თებერვალს და დღეს უკვე მირეკავს ცემი ძმა და მეუბნება, რომ გათავისუფლებულია, - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

შეგახსენებთ, რომ 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე დღეს გაათავისუფლეს.  

მსგავსი სიახლეები