არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ - მამა გიორგი მამალაძის ძმა

14.02.24 22:03
არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ - მამა გიორგი მამალაძის ძმა

მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არავისთან კომპრომისზე საუბარი არ ჰქონიათ. მისი თქმით, იმ 7 წლის განმავლობაში, რაც გიორგი მამალაძემ ციხეში გაატარა, არაერთი მცდელობა ყოფილა, რომ აღიარებითი ჩვენება მოესმინათ, რის სანაცვლოდაც თავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა. 

არავის არ გვქონია კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კომპორომისზე წავსულიყავით.
ამ 7 წლის განმავლობაში ჩემი ძმისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ სანაცვლოდ იმ წუთასვე გაათავისუფლებდნენ. 7 წელი კი არა 1 თვე არ მოუწევდა ჩემ ძმას საპყრობილეში ყოფნა. 
თუ 7 წელი მოითმინა და ამ 7 წლიდან 5 წელი პარალიზებული, ამ დარჩენილ ორ წელსაც შეძლებდა და ცუხეში გაატარებდა. აქიდან გამომდინარე, არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ, - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

შეგახსენებთ, რომ 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე დღეს გაათავისუფლეს.   

მსგავსი სიახლეები