პირველი ამოცანაა, დავაყენოთ ფეხზე, მერე თვითონ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას - თორნიკე მამალაძე

14.02.24 22:11
პირველი ამოცანაა, დავაყენოთ ფეხზე, მერე თვითონ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას -  თორნიკე მამალაძე

მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. თორნიკე მამალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძე ფეხზე დააყენებენ, ის საკუთარ უდანაშაულობას თავად დაამტკიცებს. ამის შესახებ მან ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, ის არის პარალიზებილი. 
პირველი ეტაპი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არის, რომ ის ფეხზე დავაყენოთ. 
შემდეგ თვითონ მიხედავს თავს და დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

შეგახსენებთ, რომ 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე დღეს გაათავისუფლეს.  

მსგავსი სიახლეები