დეკანოზ ილია ჭიღლაძეს წმინდა სინოდი იბარებს

30.06.21 14:33
დეკანოზ ილია ჭიღლაძეს წმინდა სინოდი იბარებს

დიდ ბრიტანეთში მყოფი დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქომ წმინდა სინოდის კრებაზე დაიბარა. საპატრიარქოს წერილში ნათქვამია, რომ დეკანოზს განმარტება სასულიერო პირების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე მოუწევს.

დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, რომ საგონებელშია ჩავარდნილი.

გუშინ, 29 ივნისს იმეილზე მომსვლია მოსაყდრე შიოს ხელმოწერილი წერილი, ივნისის ბოლომდე ჩამოდი და გამოცხადდი საპატრიარქოშიო, დღეს 30 ივნისი, ხვალ უკვე ივლისია. ნორმალურები არიან, თუ ივნისს და ივლისს ვერ არჩევენ, საგონებელში ვარ  სინოდის განჩინებაში ეწერა შეურაცხოფა და ცილისწამება. ახლა რატომღაც ცილისწამება აღარაა წამოყენებული ბრალად, დარწმუნდნენ, რომ ცილს არ ვწამებდი მათ? - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სასულიერო პირები და საქართველოს საპატრიარქო არაერთხელ გააკრიტიკა.