ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ - დეკანოზი ილია მამა ანტონზე

09.06.21 16:43
ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ - დეკანოზი ილია მამა ანტონზე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეტეხის ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ ანტონ კიკნაველიძის, ანტივაქსერულ მოწოდებას გამოეხმაურა და სასულიერო პირს ,,გონებაცდომილი და უტვინო" უწოდა.

ილია ჭიღლაძე წერს, რომ წმინდა სინოდი სავსეა ასეთი ,,კოლექტიური სპირიდონებით" და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს პატრიარქი, ილია მეორეა.

ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ. ზუსტად მან, რადგან მან დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპიროდენებით, რომელიც პასუხისმგებელია მთელს ეკლესიაზე და კონკრეტულად ილია მეორე არის პასუხისმგებელი თავის ეპარქიაზე, თბილისის სამღვდელოებაზე. ეს საცოდავი ანტონი შეიძლება მოძღვრად იწოდებოდეს?! ამან რა უნდა ასწავლოს ადამიანს?! - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

 

 

მეტეხის ეკლესიის წინამძღოლმა დღეს ქადაგებისას განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის სამართავადაა შექმნილი.

 

მსგავსი სიახლეები