ნარკორეალიზატორების მხილების შემდეგ "სიკვდილის გამყიდველებმა" ტელეგრამ არხი დახურეს - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

18.02.24 11:23
ნარკორეალიზატორების მხილების შემდეგ "სიკვდილის გამყიდველებმა" ტელეგრამ არხი დახურეს -  შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ნარკორეალიზატორების მხილების შემდეგ "სიკვდილის გამყიდველებმა" ტელეგრამ არხი დახურეს. "შაბათის ეთერი" რეზონანსული რეპორტაჟიდან ზუსტად ერთ საათში ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. 

ცოტა ხნის წინ "პირველებს" შსს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ფაქტთან ადკავშირეით გამოძიება დაიწყება.  არსებობს ფაქტები, მტკიცებულებები და მოწმეებიც, თუმცა რა რეაგირებსა მოახდენს გომეალურის უწყება, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ნარკორეალიზატორების მხილების სქემას სათავეში ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაუდგა. კილაძე ყვება, რომ დანაშუალებრივ სქემაში ახალგაზრდები, მოხუცები და ტურისტებიც კი არიან ჩართულები. მისი თქმით, აღნიშნული ადმაიანების სქემიდან გამოხსნა რთულია, რადგან მათ აშანტაჟებენ. 

ადამიანებს უწყობენ გენოციდს, იმიტომ, რომ ბაზარზე შემოყრილია, უკონტროლოდ იყიდება მკვლელი ნარკოტიკი. ინტერნეტ სივრცეში ამ გამოძიების შემდეგ ვაჭრობა არის ოდნავ შეზღუდული, იმიტომ, რომ ვერარდ პოულობენ დილერებს, ვეღარ პოულობენ კურიერებს. 2 ათას დოლარამე აწიეს კვირაში ანაზღაურება, მაგრამ გაჩნდა ვაკანსიები, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სჩადიან დანაშაულს. სამწუხაროდ, უმეტესობა არიან ქართველები, არიან ახალგაზრდა გოგონები, არიან ხანში შესული ქალაქები, პენსიონერები და საბოლოო ჯამშ, ამ რეგისტრაციის ქსელიდან, როცა იწყებენ ამ საშნელ საქმიანობას, "სიკვდილის დისტრუბიციას", ამ ქსელიდან მათი გამოხსნა არის ძალიან რთული, იმიტომ, რომ მათ აშანტაჯებენ საკუთარი ვიდეობის და ფოტოების გასაჯაროებით. ისინი ყიდიან სიკვდილს, იმიტომ, რომ არავინ პასუხს არ აგებს, არავინ იცის, რა ტიპის ნივთიერება იდება იქ, - ამბობს ელისო კილაძე. 

ექსკლუზიურად "ტვ პირველის" ეთერში ალაპარაკდა ე.წ. კურიერიც, ახალგაზრდა კაცი დეტალურად საუბრობს, რა სქემით ყიდიან ნარკოტიკებს საქართველოში. 

10 დღის წინ უკან დავრეგისტრირდი მე, ტელეგრამ არხზე ჩამიგდო ლოკაცია, მეტრო სითის უკან, ბათუმში. თან ბიტკოინით, რომელიც ჩემთის ნაცნობია, რომ არ იშიფრება. მიხდიდა 1000 დოლარს. არავინ არ დარეგისტრირდეს საერთოდ, ეს რეგისტრაცია შეიზლება იყოს ბევრნაირი, ბევრ რაღაცას გწერს ეგ, არც გაფრთხილებს, რა დევს, - ამბობს ზურეა ნემსაძე. 

 

მსგავსი სიახლეები