"ოცნების" მთავარი ამოცანა ივანიშვილის გამდიდრებაა - ლაშა ფარულავა

18.02.24 15:22
"ოცნების" მთავარი ამოცანა ივანიშვილის გამდიდრებაა - ლაშა ფარულავა

ღარიბაშვილის გადამალული განკარგულებები და ივანიშვილისთვის ნაპატიები ჯარიმები -  ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ოლიგარქის გამდიდრების მიზნით, ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართული ოცნების" დანაშაული სწორედ ივანიშვილის მსახურებაა. 

დანაშაული ხელისუფლების არის ის, რომ ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს. ამისთვის კანონსაც დაარღვევენ, განკარგულებებსაც გადამალავენ, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანაა, როგორ გაამდიდრონ ბიძინა ივანიშვილი და როგორ მოხსნან მას საგადასახადო ტვირთი. ამასობაში, ადამიანები იძულებულებ არიან მაღალი ფასების, ინფლაციის, უმუშევრობის გამო დატოვონ ეს ქვეყანა და ამაზე, ცხადია, პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ლასა ფარულავა. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ 2021 წლის10 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 1398-ე განკარგულებას, რითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბლექ სი რივიერას" სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები სრულად ჩამოაწერა.  

მსგავსი სიახლეები