პრობლემური სამშენებლო ნებართვები თბილისში - საკრებულოს თავმჯდომარე თავს იმართლებს

25.02.24 13:34
პრობლემური სამშენებლო ნებართვები თბილისში - საკრებულოს თავმჯდომარე თავს იმართლებს

საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ თბილისში სამშენებლო ნებართვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ პროექტი გამართულია. გიორგი ტყემალაძე "პირველებს" ეუბნება, რომ საერთოდ არ იცის, რა კავშირშია ნებართვებთან კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი და ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის გარემოცვა. 

რა ავთანდილ თევზაძე? წარმოდგენა არ მაქვს ავთანდილ თევზაძის შესახებ. არ ვიცნობ, ვერ გეტყვით, რა კავშირში შეიძლება იყოს ის სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირეით. ეს არის გამორიცხული. ეს არის შეცდომაში შეყვანა ადამიანების. ჩვენ გავცემთ ნებართებს შნაარსობრივად, ურბანულად, როცა არის გამართული და არა მესაკუთღეების მიხედვით. არასერიოზულია, - ამბობს ტყემალაძე. 

შაბათის ეთერით რეპორტაჟით დგინდება, რომ ავთანდილ თევზაძის ხელით არა მხოლოდ სამშენებლო ნებართვების მოპოვება ან დარღვევით აშენებულის დაკანონება ხდება, არამედ კოეფიციენტების ზრდაც ანუ იმზე დიდი კორპუსების აშენება, ვიდრე დედაქალაქის გენერალური გეგმა ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები