ლილოში 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

29.02.24 10:32
ლილოში 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

"პირველების ინფორმაციით" ლილოს დასახლებაში 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს - ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს დაადეს.

ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის შემდეგ კაცი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. "პირველების" ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სვანეთიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც.

ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

ყველა დეტალი 11-საათიან გამოშვებაში.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცეხადარი 27 თებერვალას, დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა. 

მსგავსი სიახლეები