"კლანს" შეუძლია "ოცნება" დააშანტაჟოს, ვინ ვის ხელშია დღეს, ამაზე კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ - გიგაური

05.04.24 11:44
"კლანს" შეუძლია "ოცნება" დააშანტაჟოს, ვინ ვის ხელშია დღეს, ამაზე კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ - გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, დღეს სასამართლო კლანს ვერც ერთი უწყება ვერ უბედავს შემოწმებას, რადგან "ოცნებას" "კლანის" ძალიან ეშინია და სწორედ ამიტომ გააჩერა  თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ სასამართლო კლანი დღეს ძალიან ძლიერია და მმართველი გუნდის დაშანტაჟება მარტივად შეუძლია.

კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლები, რა თქმა უნდა,  შეეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ ვიღაცამ შეხედოს მათ დეკლარაციებს და მითუმეტეს ვინმემ შეამოწმოს მათი კეთილსინდისიერება. ისინი არა მხოლოდ ევროლავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან, რომ კეთილსინდისიერება შემოწმდეს, არამედ უკვე არსებულ მექანიზმზე ფაქტიურად სასამართლო სისტემას იყენებენ იმისთვის, რომ არავინ არ შეეხოთ მათ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ შემოწმება განეხორციელებინა იმ 300 კაცის, რა სიის შედეგანშიც ჩვენ ვიყავით ჩართულნი. ისინი ისეთი ხელშეუხებელნი არიან, რომ ვერც ერთი უწყება მათ ვერ შეამოწმებთ. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კლანს ძალიან მარტივად შეუძლიათ დააშანტაჟოს "ოცნება", რადგან ისინი დღეს არიან ძალიან ძლიერები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი გადაირჩინონ. ვინ ვის ხელშია დღეს, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორი ეკა გიგაური.

"პირველების" ექსკლუზივიჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა. 

სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც  კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა. 

ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.

ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ სურთ მოსამართლეებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოთ და რა აქვთ მათ დასამალი. 

 

მსგავსი სიახლეები