მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ თვით მურუსიძე-ჩინჩალაძის შემოწმების პროცესი შეაჩერა - ლალიაშვილი
მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ თვით მურუსიძე-ჩინჩალაძის შემოწმების პროცესი შეაჩერა - ასე ეხმაურება 4 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერებას ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.
ლალიაშვილის თქმით, ეს ფაქტი არის ძალიან მძლავრი მტკიცებულებაა იმის, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრ კორუფციულ გარიგებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
სასამართლო კლანი სახეზეა. მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ თვით მურუსიძე-ჩინჩალაძის შემოწმების პროცესი შეაჩერა. ეს არა თუ დიდი კითხვის ნიშნებს წარმოშობს, არამედ, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მძლავრი მტკიცებულებაა იმის, რომ მათ ძალიან ბევრ კორუფციულ გარიგებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დაგენგრევათ ეს და ხუხულასავით ჩამოგენგრევათ, ეუნებიან ამას. ის შეფუთული სისტემა, თითქოს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ბუნებრივია, თქვენი პოლიტიკური ნების გატარებას ამ მომავალ არჩევნებზე ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, გარკვეული პრობლემები შეექმნება", - აცხადებს ლალიაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა.
სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა.
ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.
მოსამართლე კი, რომელმაც დეკლარაციის შემოწმებაზე უარი თქვა, თავს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს.
სერგო მეთოფიშვილი სკანდალური ამბის გასაჯაროების შემდეგ თავის მართლების რეჟიმშია.