ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

07.04.24 15:55
ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. 59 წლის კაცი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. 

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. 

შეგახსენებთ, რომ ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს დილით მოხდა.

მსგავსი სიახლეები