აფეთქება სასროლეთში - ერთ-ერთი დაღუპული კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა.
ინფორმაცია გენერალმა გოგი თათუხაშვილმა გაავრცელა.
რიკვევა, რომ ლომიძე აღნიშნული დაწესებულების თანამშრომელი იყო.
სამწუხაროდ კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა.
2008 წლის ომის გმირი.
საუბარია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ აფეთქებაზე.
ვიზიარებ ოჯახის, თანამებრძოლების, თანამოსამსახურეების მწუხარებას.
,,გრუზინების" კვალი იმდენად აშკარაა, არაა და და დარწმუნებული ვარ არც დაიდება მართალი დასკვნა მომხდარის შესახებ.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ ღორსეული ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო.
როდემდე ?"- წერს გენერალი.
ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 59 წლის კაცი. პაციენტი დამწვრობით მიღებული შოკის მდგომარეობაშია. მას მძიმე დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის ჯანმრთელობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხეჩინაშვილის კლინიკაში ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.
ბოჭორმის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღესაც უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება სასროლეთში, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგამოძიებო მოქმედებები სასროლეთის ტერიტორიაზე დღესაც გაგრძელდება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - მათ შორისაა დივერსია და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სამი გარდაცვლილიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.