"ოცნების" პარტქატივი მარჯანიშვილზეც გამოჩნდა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ტროლ-ბოტები ემუქრებიან

10.04.24 14:10
"ოცნების" პარტქატივი მარჯანიშვილზეც გამოჩნდა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ტროლ-ბოტები ემუქრებიან

ამ წუთებში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტები პროპაგანდისტულ პლაკატებს ხევდნენ, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ.

გიორგი შუკვანი, რომელიც ახალგაზრდებს გუშინაც მიუვარდა, ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

"ქართული ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთის ხელმძღვანელი "ტვ პირველთან" ამტკიცებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რუსული კანონის აგიტაციის მიზნით, პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისგან ნებართვა არ მიუღიათ.

მე არავის არაფერს არ ვუკრძალავ. როგორც ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, რომ რამე ამიკრძალონ, ასევე არ მაქვს მეც ამის უფლება. მე ამ ადამიანებს არაფერს არ ვუშლი. როგორც ამ აადამიანებს აქვთ უფლება, გააკრან ნებისმიერი შინაარსის პლაკატი, ისე აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მერიის სპეციალური სამსახურის მიერ არ მქონდა ნებართვა. მე ამ ადამიანებს არაფერს არ ვუშლი, უბრალოდ ვეკითხები, რომ ვინ დაგნიშნათ თქვენ ცენზორად რომ აკონტროლებთ, რისი გაკვრა შეიძლება და რის არა. მე არ დამიდასტურებია, რომ ნებართვა არ მქონდა. მე ვთქვი, რომ როგორც ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ჩემგან ნებართვა, რომ სადმე რაიმე გააკრან, ისევე არ მჭირდება მე. ამ ადამიანებმა რა შინაარსის პლაკატიც არ უნდა გააკრან ნებისმიერ ადგილას, მე არ ვარ ცენზორი და მე არ მაქვს უფლება. ეს ხალხი ამბობს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ანუ ცენზორად რომელი არის წარმოდგენილი. ეს ხალხი რატომ აკონტროლებს, თუ რისი გაკვრა შეიძლება. მე არავის არ ვეწინააღმდეგები, მე უბრალოდ ამას ვეთანხმები. გიორგი ვარ შუკვანი და ეს კარგად იცით", - ამბობს გიორგი შუკვანი.

რუსული კანონის" მოწინააღმდეგები კი "პირველებს" ეუბნებიან, რომ მათ "ფეიკ ექაუნთებიდან", მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს. ტროლ-ბოტები მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. 

"ოცნების" მხარდამჭერები გუშინაც, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ იმ ახალგაზრდებს, ვინც თბილისს ყალბი ამბების პოსტერებისგან ათავისუფლებდა.  

მას შემდეგ რაც FACEBOOK-მა რუსულ კანონთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ტყუილზე დაფუძნებული კამპანია დაბლოკა, სიცრუის ტირაჟირება ივანიშვილის პარტიამ ქუჩაში გამოკრული პლაკატებით დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებმაც თბილისი პროპაგანდისტული პოსტებისგან გაწმენდა და "ოცნების" გამოკრული პლაკატები ნაგვის ურნებში ჩაყრა დაიწყეს, მმართველი პარტიის აქტივისტები ქუჩაში დახვდნენ. 

რუსულ პროპაგანდასთან  დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა, "ოცნების" უკვე ამოიცნეს, ისინი გიორგი შუკვანისა და დავითვ არჩვაძეზე საუბრობენ. 

"ოცნების" პარტაქტივი დავალებებს მმართველი პარტიის ჩატიდან იღებს - ამას "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული სქრინიც ადასტურებს. 

სტუდენტებმა რამდენიმე ადგილას, მათ შორის, სოლოლაკში ოლიგარქის რეზიდენციასთანაც, ხელშეშლის მიუხედავად, ბანერების ჩამოხსნა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები