რა მოხდა, რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიცია? - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

08.07.21 15:41
რა მოხდა, რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიცია? - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

მეგი ბაქრაძის ადვოკატს აინტერესებს, რატომ შეცვალა ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიცია და რის საფუძველზე გაუშვეს კლინიკა ,,იმედიდან" თანამშრომლები. უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნას ელის, რა გახდა რეალურად მედდის გარდაცვალების მიზეზი.

რეალურად იმ ვითარებაში, როცა გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას, რა მოხდა, რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიცია. რაღაც ახალი მტკიცებულება რომ იყოს საქმეში, ხომ უნდა გვითხრან ამის შესახებ. გამოძიებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ამ წუთას მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით, სამხარაულის ექსპერტიზის და რეგულირების სააგენტოს დასკვნას. - აცხადებს ადვოკატი ,ვახო ბარამაშვილი.

ბაქრაძის ოჯახი 18 მარტიდან ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა გაირკვეს, რა გახდა მედდის გარდაცვალების მიზეზი. საქმეს ამ ეტაპზე 3 ბრალდებული მედიკოსი ჰყავს.  ადვოკატები ასევე დღემდე ითხოვს, დაიკითხოს კლინიკა ,,იმედის" რეანიმოლოგი, გიორგი აბციაური. 

ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი 20 ივლისსაა ჩანიშნული. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალციხის კლინიკა ,,იმედის" 2 თანამშრომელი გაათავისუფლა.