სამხატვრო ხელმძღვანელის ღია მუქარა - ოზურგეთის თეატრის მსახიობები მედიას გაურბიან
ვასილ ჩიგოგიძის მუქარის შემდეგ, ოზურგეთის თეატრის მსახიობები დუმილის რეჟიმში გადავიდნენ. ხელოვანებს არც რუსულ კანონზე სურთ კომენტარის გაკეთება და არც სამხატვრო ხელმძღვანელის მუქარაზე, რომელიც ყველას ყურის აწევით და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა. ზოგიერთ მსახიობს ისიც არ სჯერა, რომ ვასილ ჩიგოგიძე მათ გაგდებით დაემუქრა.
რჩება განცდა, რომ ჩიგოგიძე ხელისუფლების დირექტივას ასრულებს და მუქარით ამ კამპანიაში მსახიობებიც ჩართო. ოზურგეთის თეატრში "პირველების" გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მაქსიამლურად გაამკაცრეს.
მეცინება... ბატონი ვასო ძალიან ბევრ რამეშია სწორი. მუქარაზე რასაც მეუბნებით, უნდა მოვუსმინო პირადად. არ მინდა ჩანაწერის ნახვა, თავად ვკითხავ ბატონ ვასოს. რაც შეეხება რუსული კანონის გაპროტესტებას, ეს ჩემი გადასაწყვეტია. თქვენთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ", - ამბობს მსახიობი.
თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ - აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის წინააღმდეგ, შემდეგ კი "პირველებთან" თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის ამ ადამიანებს.