"ყვარყვარე თუთაბერობა" ქვეყნის საბედისწერო მომენტში, ღალატია - გორდელაძე ჩიგოგიძეს

11.04.24 15:33
"ყვარყვარე თუთაბერობა" ქვეყნის საბედისწერო მომენტში, ღალატია - გორდელაძე ჩიგოგიძეს

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ღია მუქარა - ვიდრე მსახიობები დუმილს არჩევენ, სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ ახსენებს ჩიგოგიძეს, რომ ხელოვნება დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს.

ირმა გორდელაძე ვასილ ჩიგოგიძე მოუწოდებს, რომ ახლა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტია და "ყვარყვარე თუთაბერობა" პირდაპირი ღალატია.

მე მესმის, რომ ცხოვრებაში არის პოზიცია "ყვარყვარე თუთაბერობა" და არის პოზიცია "მინდია". თუ "მინდიობა" არ შეგიძლია, არის ქვეყნის საბედისწერო მომენტი, სადაც არც "ყვარყვარე თუთაბერობა" შეიძლება, იმიტომ, რომ ეს აბსოლუტური ღალატია, როგორც ადამიანობის, როგორც ღირსების, ასევე ქვეყნის და ხელოვნებისაც", - ამბობს ირმა გორდელაძე.

თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ - აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის  წინააღმდეგ, შემდეგ კი "პირველებთან" თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის ამ ადამიანებს.

მსგავსი სიახლეები