ოზურგეთის თეატრის მსახიობების პასუხი სამხატვრო ხელმძღვანელს (ვიდეო)

12.04.24 16:06
ოზურგეთის თეატრის მსახიობების პასუხი სამხატვრო ხელმძღვანელს (ვიდეო)

 

 

"რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობები აუბუნტდნენ. ვასილ ჩიგოგიძეს, დასის წევრებმა სცენიდან დემონსტრაციულად შეახსენეს, რომ მათი არჩევანი ევროპაა, რუსეთი კი ოკუპანტი.

მსახიობების დემონსტრაციულ პერფორმანსს თეატრის დარბაზში მაყურებლების მქუხარე ოვაციები მოჰყვა.

ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის  წინააღმდეგ, შემდეგ კი "პირველებთან" თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის.

ახლა საინტერესოა, ამჯერად რა რეაქცია ექნება ვასილ ჩიგოგიძეს მისი თეატრის მსახიობებების გაბედულ ნაბიჯზე და აამოქმედებს თუ არა სანქციებს მათ წინააღმდეგ?

მსგავსი სიახლეები