გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის კუთვნილი გაზგასამართი სადგური გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა

08.07.21 23:03
გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის კუთვნილი გაზგასამართი სადგური გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა

გორში, შინდისის გზატკეცილზე, მდებარე გაზგასამართი სადგური, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა, გიორგი გახარიას თანაგუნდელის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ოჯახს ეკუთვნის. 

გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მომხდარის შედეგად სამი პირი დაშავდა, აქიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.