ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ - საქართველოს საელჩო ისრაელში

14.04.24 18:59
ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ  - საქართველოს საელჩო ისრაელში

ირანის თავდასხმების გამო საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურ უწყებაში ჩაირთო ცხელი ხაზიც. საელჩოს თანამშრომლები მზად არიან, ქართველებს დახმარება დღის ნებისიერ მონაკვეთში გაუწიონ. აუხსნიან უსაფრთხოების იმ წესებსაც, რომელიც ჰესბოლას თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს.

საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, რომ ირანმა ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. 

მსგავსი სიახლეები