მორიგი დაპირისპირება ჩიტაძის ქუჩაზე - აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა - რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მინიმუმ 5 ადამიანი დააკავა. "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს".
პოლიციის მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს. თემურ კუპატაძე ამტკიცებს, რომ ყველა დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.
მანვე არ გამორიცხა, რომ დაკავებები გაგრძელდება.
„დესტრუქციული ძალები, ვინც ცდილობს, რომ გაარღვიოს პოლიციის კორდონი, ხდება მათი განეიტრალება, დაკავებას ვგულისხმობ“ - ამბობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი.
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ბოლო რამდენიმე წუთია აქტიურად აკავებენ. "სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე" - დაწერა ცოტა ხნის წინ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ, დაიძაბა, რაც მოქალაქეები პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია.