უდიდესი პრობლემა დგას დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების სახით - გიგაშვილი

16.04.24 00:32
უდიდესი პრობლემა დგას დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების სახით - გიგაშვილი

პიანისტი და "Terrence Judd-Hallé"-ის პრემიის მფლობელი, გიორგი გიგაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციას ეხმაურება.

პიანისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანები სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ და მომავალშიც გამარჯვებამდე იდგებიან.

"უდიდესი პრობლემა დგას დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების სახით", - წერს გიორგი გიგაშვილი და "ოცნების" დეპუტატებს მოღალატეებს უწოდებს.

ძალიან რთულია ამ ყველაფრის შორიდან ყურება.

დღეს ვინც აქციაზე დგას არანაკლებს (მეტს თუ არა) აკეთებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ათეულობით წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდნენ.

უბრალოდ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს დანარჩენი საქართველოს თანაგანცდა და თანადგომა აკლიათ. იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად რუსეთის მონაა. ვერ ხვდებიან, რომ უდიდესი პრობლემა დგას დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების სახით.

მაგრამ არაუშავს. ესე ხდება, ესე იწყება და მოღალატეებისთვის საშინლად მთავრდება", - წერს პიანისტი.

ცნობისთვის, რუსული კანონი 15 აპრილს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე განიხილებოდა. კანონპროექტს "ოცნების" დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ინიციატივის განხილვა სპეცრაზმით ალყაშემორტყმულ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა. 

მსგავსი სიახლეები