რა მდგომარეობაში არიან აქციაზე დაკავებულები - რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე სავარაუდო ძალადობაში მხილებულ პოლიციის შეფს?

16.04.24 13:22
რა მდგომარეობაში არიან აქციაზე დაკავებულები - რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე სავარაუდო ძალადობაში მხილებულ პოლიციის შეფს?

რა მდგომაროებაში არიან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები და გადაამეტა თუ არა პოლიციამ დაკავებების სერიის დროს უფლებამოსილებას? რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში ადვოკატები ხვდებიან.

დაკავებულებიდან 9 პირი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხი დაკავებული იზოლატორშია და მათ უნდა გავესაუბრო, მოხდა თუ არა მათზე ძალადობა და შემდეგ მოვახდინოთ რეაგირება, რატომ დააკავეს, რისთვის დააკავეს უშუალოდ მაინტერესებს დაკავებულებისგან. კადრებში ჩანს, რომ რამოდენიმე დაკავებულზე იძალადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. მაინტერესებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე ხომ არ ყოფილა ძალადობა", - ამბობს განაცხადა იურისტი ლაშა ტყეშელაძე.

დაკავებულია 13 პირი  და ყველას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა გადაღებულ კადრებში ადვოკატებმა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები უკვე აღმოჩანიეს. ამიტომ ისინი გომელაურის უწყების წინააღმდედ გამოძიებას და სავარაუდო მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები საპატრულო პოლიციის შეფს ვაჟა სირაძესაც ადანაშაულებენ. 

რატომ არ იბარებენ ამ დრომდე საგამოძიებოში ვაჟა სირაძეს? - კარლო კაციტაძის უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის ჯერ არავის მიუმართავს. 

საინტერესოა, რაში სჭირდება საგამოძიებოს მიმართვა, როდესაც საჯაროდ გავრცელდა კადრები, რომელიც "პირველებმა" გადაიღო და სადაც პოლიციის შეფის მხრიდან სავარაუდო დანაშაული იკვეთება.

 

მსგავსი სიახლეები