ცემა წიხლებით, ხელკეტებით და არაადამიანური მოპყრობა - გომელაურის უწყება სკანდალში ეხვევა

ცემა წიხლებით, ხელკეტებით და არაადამიანური მოპყრობა - გომელაურის უწყება სკანდალში ეხვევა. წინასწარი მოთავსების იზოლატორში შესულ ადვოკატებს დაკავებული აქციის მონაწილეები სასტიკად ნაცემი დახვათ. დაზიანებები ყელზე, ხელებზე, ფეხებზე და მთელს სხეულზე - აქტივისტებს ცემის კვალი იმდენად ეტყობოდათ, რომ ეს ვერც ციხის ექიმმა დამალა და ყველა დაზიანება ოქმში ჩაწერა.
9 დაკავებულიდან ყველა იდენტურ ისტორიას ყვება - ამბობენ, რომ დაკავების დროს პოლიციამ ცემით და გინებით ჯერ ერთი კორდონი გაატარეს, შემდგ კი სპეცრაზმის გავლით იზოლატორში გადაიყვანეს.
ადვოკატები აქტივისტების დაუყონებლივ გამოკითხვას, მათ ექპსერტიზაზე გადაყვანს და სავარაუდო მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.
უჩა ქენოშვილს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები კისრის მიდამოებში, ასევე მან მითხრა, რომ წელის მიდამოებში ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს და ასევე ტანსაცმელი აქვს შემოხეული. ის პირდაპირ ამბობს, რომ მასზე შსს-ს თანამშრომლები ძალადობედნენ . ერთგვარი კორიდორი გაუკეთეს, როცა გაჰყავდათ, ურტყამდნენ პოლიციის თანამშრომლები და ასეთი ხმაც კი შემოესმა, "ზემოთ არის ჟურნალისტებსი დრონი და აღარ დაარტყათო". ამის შემდეგ მათ აღარ დაარტყეს ხელი. ყველა დაკავებული აღნშნავს, რომ მათზე მოხდა ძალადობა. ზოგი აღნიშნავს, რომ დაკავების დროს განხორციელდა მათზე დაკავება, ზოგი კი ამბობს, რომ როდესაც ე.წ. კორიდორში შეიყვანეს, იქ ურტყამდნენ", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძეს ადანაშაულებენ - გასაჯროვებულია ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის შეფიდაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს.
რატომ არ იბარებენ ამ დრომდე საგამოძიებოში ვაჟა სირაძეს? - კარლო კაციტაძის უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.
საინტერესოა, რაში სჭირდება საგამოძიებოს მიმართვა, როდესაც საჯაროდ გავრცელდა კადრები, რომელიც "პირველებმა" გადაიღო და სადაც პოლიციის შეფის მხრიდან სავარაუდო დანაშაული იკვეთება.