შსს-ს მაღალჩინოსნის სკანდალი - რას ამბობენ პოლიციელები გავრცელებულ კადრებზე (ვიდეო)

16.04.24 15:33
შსს-ს მაღალჩინოსნის სკანდალი - რას ამბობენ პოლიციელები გავრცელებულ კადრებზე (ვიდეო)

პოლიციელები ვაჟა სირაძის სამსახურში - სამართალდამცველები ამბობენ, რომ პოლიციის შეფზე გავრცელებულ კადრებში ვერანაირი ძალის გადამეტება ვერ დაინახეს.

"მანდ კანონდარღვევას ვერ ვხედავ ვერცერთი პოლიციელის მხრიდან, მითუმეტეს ვაჟა სირაძის მხრიდან. პოლიციაა და მოქმედებს კანონის ფარგლებში", - ამბობენ პოლიციელები.

აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძეს ადანაშაულებენ - გასაჯროვებულია ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის შეფიდაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს. 

რატომ არ იბარებენ ამ დრომდე საგამოძიებოში ვაჟა სირაძეს? - კარლო კაციტაძის უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის ჯერ არავის მიუმართავს. 

საინტერესოა, რაში სჭირდება საგამოძიებოს მიმართვა, როდესაც საჯაროდ გავრცელდა კადრები, რომელიც "პირველებმა" გადაიღო და სადაც პოლიციის შეფის მხრიდან სავარაუდო დანაშაული იკვეთება.