შეიძლება, მანქანა თვითონ აფეთქდა, ხელს ვერავის დავადებ - გორის პოლიციაში დაზარალებულის გამოკითხვა დასრულდა

09.07.21 17:37
შეიძლება, მანქანა თვითონ აფეთქდა, ხელს ვერავის დავადებ - გორის პოლიციაში დაზარალებულის გამოკითხვა დასრულდა

პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა ქალმა, რომელსაც გორის საკრებულოს წევრმა მანქანა გადაუწვა. დაზარალებული ამბობს, რომ გამოძიებას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულზე.

არ ვიცი, რა მოხდა, ხელს ვერავის დაავდებ, შეიძლება, მანქანა თვითონ აფეთქდა რაღაც გაუმართავობის გამო. ამ პიროვნებას ვიცნობ, მაგრამ ხელს ვერ დავადებ, მას არაფერი უყიდია, ეს ავტომობილი ჩემი სახსრებით შევიძინე, ჩემი ოჯახის დახმარებით. არ ვიცი, ეს პიროვნება ამას რატომ იძახის - ამბობს დაზარალებული.

მანქანის დაწვის საქმისთვის დაკავებულია გორის საკრებულოს წევრი ,,ევროპული საქართველოდან", კახა ბურჯანაძე. მან დანაშაული აღიარა და მოტივად შურისძიება დაასახელა.