"დუმილი ღალატის ტოლფასია, წინ ევროპისკენ" - სანდრო ადეიშვილი

17.04.24 11:17
"დუმილი ღალატის ტოლფასია, წინ ევროპისკენ" - სანდრო ადეიშვილი

სპორტსმენების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება - წყალბურთელი, სანდრო ადეიშვილი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს ინსტაგრამ "სთორიში" ათავსებს.

"დუმილი ღალატის ტოლფასია" - წერს სპორტსმენი და დასძენს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირშია.

დუმილი ღალატის ტოლფასია. წინ ევროპისკენ. საქართველო გაიმარჯვებს", - წერს სანდრო ადეიშვილი.

რუსულ კანონს სხვადასხვა სპორტსმენებიც აპროტესტებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში პროტესტის ნიშნად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განათავსეს. 

მსგავსი სიახლეები