სამაგალითო დასჯის სპეცოპერაცია - კაცს სასტიკად მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ გავრილოვის ღამის მთავარი ფიგურანტის ძმაა?!

17.04.24 18:30
სამაგალითო დასჯის სპეცოპერაცია - კაცს სასტიკად მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ გავრილოვის ღამის მთავარი ფიგურანტის ძმაა?!

სამაგალითო დასჯის სპეცოპერაცია - ბუდაღაშვილები ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი მათ ოჯახზე ანგარიშსწორებას კვლავ აგრძელებს.

"ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2020 წლის 20 ივნისის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ზურაბ ბუდაღაშვილი ამბობს, რომ გუშინდელ აქციაზე მის ძმას "ხარება" სასტიკად დაუპირისპირდა.

ზურაბ ბუდაღაშვილი "პირველებთან" ყვება, რომ მის ძმას, ლევან ბუდაღაშვილს თავს მიზანმიმართულად, მასზე შურისძიების მოტივით გაუსწორდნენ.

ჩემი ძმა რომ იყო, ბუდაღაშვილი რომ გაიგეს, მანქანაში დაუწყეს სცემა და უმეორებდნენ, შენ რა გგონია, შენც გაგვასწრებ ბიჭოო? ახლა აქ რატომაც ვარ, პირველ რიგში, მაგ ამბების დამსახურებაა. 20 ივნისის მერე მთელს ოჯახზე რეპრესიები გრძელდება. დავტოვეთ ქვეყანა და ახლა აქ ლტოლვილის სტატუსი მაქვს", - ამბობს ზურაბ ბუდაღაშვილი.

ბუდაღაშვილების დედა "პირველების" ეთერიდან ზვიად ხარაზიშვილს მიმართავს - "რას მერჩი, ვინ ხარ, ვინ გაგზარდა, დედა გყავს?" - ამბობს დედა.

ბუდაღაშვილების დედა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს საკუთარი შვილების სასტიკად ცემაში ადანაშაულებს.

ვებრძვი ისევ გავრილოვს, ისევ რუსებს ვებრძვით. ისეა ლევანი ნაცემი, რომ სიკვდილს როგორ გადაურჩა, არ ვიცი. მინდა, მივმართო ხარებას, რას მერჩი, ვინ ხარ, ვინ გაგზარდა, დედა გყავს? ზურა დაიჭრეს გავრილოვის ღამეს. მას გამოექომაგა მისი ძმა, გიორგი. დაიჭირეს, ათრიეს, სცემეს გიორგი, კინაღამ მოკლეს და ისიც გაიქცა ქვეყნიდან. მე და ლევანი ვართ მარტო ახლა", - ამბობს დედა.

მსგავსი სიახლეები