დღეიდან "ასტრაზენეკას" მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება
ასტრაზენეკას მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეიდან იწყება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ასტრაზენეკათი აცრის პროცესი 12 ივლისსდაიწყება. რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნა booking.moh.gov.ge- ზე მიმდინარეობს. ვიზიტის დაჯავშნა ტელეფონითაც შეგიძლიათ ნომერზე - 1522.
ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა დღეს დილას ჩამოვიდა.