ტვ პირველის ოპერატორი, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ტვ პირველის ოპერატორი, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს. ალექსანდრე ლაშაქარავა, გარდაცვლილი საკუთარ სახლში დედამ იპოვა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.