თბილისის 98-ე სკოლის შემოწმება დასრულდა - კინოლოგებმა ტერიტორია დატოვეს (ვიდეო)
თბილისის 98-ე საჯარო სკოლის შემოწმება დასრულდა - კინოლოგებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველების ჟურნალისტი იწყება.
კითხვაზე, არის თუ არა რაიმე საეჭვო აღმოჩენილი, სკოლაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, სუს-ის წარმომადგენელი პასუხობს: "არაფერი", ის ჟურნალისტებთან ვრცელ განმარტებას არ აკეთებს.
რას ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში?
უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ “ტელეგრამ" არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.
ამათან, სუს-ის ცნობით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი ყალბია.
ტელეგრამ არხებზე, რუსულ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე "იგეგმება თავდასხმა".
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, მშობლები სკოლების ადმინისტრაციებიდან გააფრთხილეს, რომ 22 აპრილს ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
სასწავლო პროცესის გაუქმებას ამ დრომდე არ ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.