აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს

11.07.21 14:49
აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს.

მოქალაქეებმა ასე გამოხატეს პროტესტი ტვ პირველის  გარდაცვლილი ოპერატორის გამო.

პროტესტი მსგავსი ფორმით გამოხატა მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას საღებავი შეასხა. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილას გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ძალადობრივმა ჯგუფბა, 5 ივლისს სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებებით ის საავადმყოფოში მკურნალობა. ლაშქარავას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, მას სახის ძვლების მოტეხილობა და თვალის დაზიანება ჰქონდა.