"აეკრძალოს კობახიძეს თსუ-ში საქმიანობა " - სტუდენტები პეტიციას ქმნიან

22.04.24 18:37
"აეკრძალოს კობახიძეს თსუ-ში საქმიანობა " - სტუდენტები პეტიციას ქმნიან

"აეკრძალოს ირაკლი კობახიძეს თსუ-ში საქმიანობა" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

სტუდენტების პროტესტი 20 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმაც გამოიწვია.

"ჩვენ ვნახეთ, როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა უნივერსიტეტის ეზოში" - ამბობენ ახალგაზრდები და იქვე დასძენენ, რომ მთავრობის წარმომადგენელი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ჩვენ შევქმნით პეტიციას. ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობა არ გააგრძელოს. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას ჰქონდეს შეხება სტუდენტებთან. ჩვენ ვნახეთ, როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა უნივერსიტეტის ეზოში, როდესაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წევრები. ჩვენ ვხედავთ იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენ ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ ამ ხელმოწერებს აზრი არ ექნება, რადგან ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგებინოთ სრულიად საქართველოს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არ გვსურს, რომ ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობა, რადგან მას ამის უფლება არ აქვს", - ამბობს სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები