რაც შსს-მ იკადრა, ეს არის ფონის შემზადება დანაშაულის ჩასაფარცხად - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ დღეს გაჟღერებული ვერსია ზედოზირებასთან დაკავშირებით ეჭვებს იწვევს. ნაცვლიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყება ამ ვერსიით ცდილობს დანაშაული ჩაფარცხოს.
ის რაც შსს-მ იკადრა, ეს არის ფონის შემზადება დანაშაულის ჩასაფარცხად, მაგრამ ეს არ გამოვა, ამ ორგანიზებულ სიძულვილის მანქანას, რომელიც ვნახეთ 5-ში და 6-ში, ჰყავს დამკვეთიც, ორგანიზატორიც,დამფინანსებელიც, წამხალისებელიც და ხელის დამფარებელიც. ის რომ ამდენი დღის შემდეგ ლექსოს ეპიზოდის ყევლა მონაწილეს ბრალი არ აქვს წარდგენილი ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მათ აფარებს ხელს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიება ზედოზირების მიმართულებითაც მუშაობს.