შსს-ს განცხადება ლექსოს დისკრედიტაციის და მისადმი სოლიდარობის შემცირების მცდელობაა - მშვენიერაძე
უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის გარდაცვალების ვერსიასთან დაკავშირებით, მის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ მშვენიერაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შსს-ს განცხადება - ლექსო გუშინ ფონიჭალაში იყო - სხვა არაფერია თუ არა მისი დისკრედიტაციის და მისადმი სოლიდარობის შემცირების მცდელობა.
მეც ვიყავი გუშინ ფონიჭალაში და დღეს მკვდარი რომ ვენახე ვინმეს, ე.ი. საკმარისი არგუმენტი იქნებოდა მდუმარე ქოცების სინდისის დასამშვიდებლად", - წერს მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ზედოზირების ვერსიასაც განიხილავს.