"უნივერსიტეტში ძალადობა არ შეიძლება! კობახიძის ქმედება შეიცავს ბოლშევიკურ ნიშნებს" - პროფესორები

24.04.24 17:25
"უნივერსიტეტში ძალადობა არ შეიძლება! კობახიძის ქმედება შეიცავს ბოლშევიკურ ნიშნებს" - პროფესორები

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწვალებების მიმართვა პრემიერს - ირაკლი კობახიძე სტუდენტების მიმართ დაშინების და ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

პრემიერის ქმედებამ ლექტორებს ბოლშევიზმი გახსენათ და თქვეს, რომ ის ქმედება, რაც უნივერსიტეტში 20 აპრილს მოხდა, ძალიან საშიშია.

უნივერსიტეტი არის თავისუფლების იდეა. არ შეიძლება უნივერსიტეტში ძალადობა, არ შეიძლება სტუდენტების დაყოფა და სეგრეგაცია არანაირი ნიშნით. ირაკლი კობახიძის ქმედება შეიცავს ბოლშევიკურ ნიშნებს და ეს ძალიან საშიშია და ასევე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც უნდა აკეთებდეს ამაზე შესაბამის კომენტარს", - ამბობს ლექტორი ივანე წერეთელი.

პროფესორების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ 20 აპრილს თსუ-ში მომხდარმა ინციდენტმა დაუტოვათ განცდა, რომ ყვეალფერი ირაკლი კობახიძის მიერ იყო წახალისებული.

ქვეყნის პირველმა პირმა კი არა, საზოგადოებაში არცერთმა ადამიანმა არ უნდა დაუშვას სტუდენტების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. მე უფრო მძიმედ ის მომეჩვენა, რომ არათუ უყურებდა, არამედ მისგან იყო წაქეზებული. ეს არის სრულიად მიუღებელი და ჩვენი, პროფესორების მოვალეობაა, რომ ეს არ დაუშვას. საბჭოთა პერიოდისი იყო ეს, ბოლშევიკურია", - ამბობს ლევახაია ბეჟან ჯავახია.

სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ, პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ.

პედაგოგები გმობენ 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოცნების" პარტაქტივის მიერ ახალგაზრდა სტუდენტის ცემის ფაქტს და ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ახალგაზრდების უფლებებს არღვევს.

შეგახსენებთ, რომ კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა.

ცნობისთვის, 20 აპრილს დილით ასევე ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს.