აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყეს

24.04.24 22:01
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყეს.

ახალგაზრდები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, ამბობენ, რომ  მათი მთავარი არჩევანი არის ევროპა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს გაფრთხილების მიხუედავად რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და ამ ფორმით,  "ოცნების" რუსულ კანონს არას ეუბნებიან.