"ოცნების" ოფისთან სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსებია მობილიზებული
"ოცნების" ოფისთან სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსებია მობილიზებული. მმართველი პარტიის ოფისთან რამდენიმე მეტრში, ავტოპარკში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით სავსე 4 ავტობუსი დგას.
თავად "ოცნების" ოფისი კი სამართალდამცველების ალყაშია.
საინტერესოა, რისი ეშინია ასე "ოცნებას", როდესაც აქციას მონაწილეები, მშვიდობიანი ფორმით, მსვლელობით მიემართებიან ევროპის მოედნისკენ.