სკოლის მოსწავლის სასამართლო - სამართალდამცველები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ
პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქციაზე სკოლის მოსწავლე დააკავეს, ახალგაზრდა ვერ ცნობს - სანდრო ჯოხაძის სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა ისევ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
სამართალდამცავების ნაწილი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ესმოდათ, თუ როგორ აყენებდნენ დაკავებული ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას და როგორ ცდილობდნენ, გაერღვიათ მათი კორდონი.
პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა და სანდრო ჯოხაძის დაკავების ოქმი შეადგინა, ირაკლი გიორბელიძეა, რომელმაც "პირველების" კორესპონდენტის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
"რატომ არ ჰქონდათ ჩართული სამხრე კამერა და რით ადასტურებენ, რომ 18 წლის ბიჭმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა?" - "პირველების" ამ კითხვებს დღეს სამართალდამცავები დუმილით პასუხობდნენ.
ცნობისთვის, სანდრო ჯოხაძისა და გიგა ბერიძის სასამართლო სხდომა სამ საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა და მოწმეებს უსმენს. დაკითხულია 8 ადამიანი, რომელთაგანაც 4 პოლიციელი იყო.
"ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილს ამბობენ" - ახალი დეტალები სკოლის მოსწავლის სასამართლო პროცესიდან