სკოლის მოსწავლეს საქართველოს დროშით მოსამართლემ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

25.04.24 13:54
სკოლის მოსწავლეს საქართველოს დროშით მოსამართლემ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანტირუსული აქციის მონაწილეს, სანდრო ჯოხაძეს, 2 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კიდევ ერთ დაკავებულს, გიგა ბერაძეს კი 2 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო ჯოხაძის პროცესი 3-საათზე მეტხნს მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლე პოლიციის თანამშრომლებს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამართალდაცავების ჩვენებები სიცრუეზე იყო აგებული.