შესაძლებელია, ევროკომისიამ მოახდინოს მოკვლევა, რამდენად შესაბამება რუსული კანონი ვიზალიბერალიზაციის ფუნდამენტურ უფლებებს- გიგიაძე
EPRC-ს უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, ევროკომისიამ მოახდინოს მოკვლევა და დაწეროს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურად არის შესაბამისობაში რუსული კანონი ევროკავშირის ნორმებთან და ვიზალიბერალიზაციის ფუნდამენტური უფლებების ნაწილთან.
გიგიაძის თქმით, ან ევროკომია მოახდენს ამის ინიცირებას ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა.
EPRC-ს უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ 27 ქვეყნიდან 15 ქვეყანა საკმარისია იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შეგვიჩერონ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
შესაძლებელია, რომ რეალურად ევროკომისიამ ამ მიმართულებით მოახდინოს მოკვლევა და დაწეროს თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად რეალურად არის შესაბამისობაში რუსული კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ცდილობს ეს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან და რამდენად არის ის თანხვედრაში და შესაბამისობაში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფუნდამენტური უფლებების ნაწილთან.
ან ევროკომია მოახდენს ამის ინიცირებას ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა. მოხდება ამის განხილვა და 15 ქვეყანა 27 ქვეყნიდან საკმარისია იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შეგვიჩერონ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შენგენის წევრ ქვეყნებთან.
ანგარიში, რომელიც ქვეყნდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, შეგვიძლია წელს ვიხილოთ ევროკომისიის კონკრეტული შეფასება, თუ როგორ ვითარდება ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით რეალობა საქართველოში", - ამბობს გიგი გიგიაძე.
პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ყოველ წელს ევროკომისია ამზადებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაზე, ანუ წერს დასკვნას - ვასრულებთ თუ არა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა, რომ უვიზოდ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში იმოგზაურონ.