როგორ ემზადება "ოცნება" "რუსული მარშისთვის" და რას ურჩევს ოპოზიცია საჯარო მოხელეებს
აჭარის განათლების სამინისტრო დუმილის რეჟიმშია გადასული - მაია ხაჯიშვილის უწყება არ ამბობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის სამუსიკო სკოლაში წარწერები, რომლითაც ხელისუფლების დაგეგმილ რუსულ მარშზე მასწავლებლებს უფასოდ ეპატიჟებოდნენ.
ახლა ოპოზიციას აინტერესებს, რა სახსრებით ცდილობს სამინისტრო "ოცნებისთვის" აქციის შემოსავლების მობილიზებას და ხომ არ აქვს ადგილი ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ წინ აღუდგნენ "ოცნების" პროპაგანდას და ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა არ გააყიდვინონ.
გზაგასაყარზე დგას და შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, რომ ამდენი წლის სისხლდაღვრილი ბრძოლა რომ მიიყვანოს ბოლომდე და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. სწორედ აქ გიყენებენ თქვენ, რომ საკუთარი ხელისუფლება შეინარჩუნოს და საკუთარი ფული დაიცვას. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ნუ ავყვებით, ვერაფერს ვერ დაგაკლებენ. ყველას დაგიდგებით გვერდში", - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
პარტია "ახალის" წევრი კი "ოცნებას" აფრთხილებს, "თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეთ" საჯარო მოხელეებს, რადგან მათ უფლებებს ბოლომდე დაიცავენ.
არ გაბედონ და არ ვსაუბრობ სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეთ ამ ადამიანებს, თორემ ბოლომდე ჩავყვებით ამ ღირსეული საჯარო მოხელეების უფლებების დასაცავად", - ამბობს ლევან გორგილაძე.
ბათუმის სამუსიკო სკოლაში სკანდალური განცხადების ამბავი უკვე გასკდა, ამის შემდეგ ტექსტი დააკორექტირეს და კონსერვატორიის შენობაში ახალი განცხადებები გამოაკრეს, თუმცა ეს გარემოებები ფაქტს არ ცვლის.
გამოცემა "ბათუმელების" მიერ გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ პედაგოგებს განათლების სამინისტროს ხარჯზე თბილისი წამოყვანას სთავაზობენ.