პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები კიდევ მიიტანეს (ფოტოები)
პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები კიდევ მიიტანეს - სატვირთო მანქანებიდან მუშები რკინის ნაკეთობებს ამ წუთებში ტვირთავენ.
ირკვევა, რომ რკინის კონსტრუქციები "ოცნებას" სცენის მოსაწყობად სჭირდება.
დღეს პარლამენტის სასახლე შემოღობეს - საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ რკინის ბარიკადები დაამონტაჟეს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. სამოქალაქო საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
ცნობისთვის, 29 აპრილს "ოცნების" კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლება მოქალაქეებს რეგიონებიდან ჩამოიყვანს და სამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ღონისძიებაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წარდგებიან.