სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

01.05.24 22:04
სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარლემნტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. 

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, შსს-მ გამოიყენა ასევე წყლის ჭავლი. 

მანამდე რამდენიმე პირი, რომლებიც სახეს მალავდა, პარლამენტის შენობის ჭიშკარზე აბრახუნებდა. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ მანამდე ადგილი ჰქონდა სუს-ის აგენტ-პროვოკატერების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს. 

ადგილზე მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მან ახალგაზრდებს, რომლებიც კარებზე აბრახუნებდნენ, მოუწოდა, კარები არ დააზიანონ.

ჯაფარიძე "პირველებთან" ამბპბს, რომ პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.

პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს ტერიტორია. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას. არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოშია განლაგებული და აქციის მონაწილეებს ვიდეოს უღებს.