არც ერთ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მეორე დღეს არ დადებულა - ნესტან ლონდარიძე

13.07.21 13:24
არც ერთ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მეორე დღეს არ დადებულა - ნესტან ლონდარიძე

იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის არსებობის გარეშე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ლონდარიძე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ არც ერთ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მეორე დღეს არ დადებულა. 

პირველი ბრიფინგის დროს არ არსებობდა არანაირი შუალედური დასკვნა და ხელისუფლება უკვე მიუთითებდა ზედოზირების ფაქტზე, რაც მიუთითებს, რომ მათ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ ნარკომოვაჭრეებთან დაკავშირებით. ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ეჭვის სახით უკვე მიმართავ ზედოზირებაზე, ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, დანაშაულია. შუალედური დასკვნა არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას, საქმეს ერთვება საბოლოო დასკვნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ის, რომ ორგანიზმში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, არ არის დასტური იმისა, რომ ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. არც ერთ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მეორე დღეს არ დადებულა", - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

იურისტები ცალსახად  მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას არ ითვალისწინებს.