ძალა ერთობაშია, არა რუსულ კანონს! - პროტესტი ბათუმში და მასშტაბური მსვლელობა

06.05.24 20:09
ძალა ერთობაშია, არა რუსულ კანონს! - პროტესტი ბათუმში და მასშტაბური მსვლელობა

პროტესტი ბათუმში და მასშტაბური მსვლელობა. "ძალა ერთობაშია, არა რუსულ კანონს!" - ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩები ისევ ხალხით არის სავსე. მსვლელობა უნივერსიტეტიდან დაიწყო და მთელი ქალაქი მოიცვა. "ბრძოლა ახალგაზრდებთან არავის მოუგია" - ამბობენ სტუდენტები. 

ბათუმი სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე აქციებს.  პროტესტი ზღვისპირა ქალაქში უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ისმის. 

ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კი დასს რეპრესიები დაუანონსა. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი მსახიობებმა ამხილეს. ქანთარია დასის წევრებს მას შემდეგ დაემუქრა, რაც სცენაზე მათი ხმამაღალი პროტესტი გაიგო.  სამხატვრო ხელმძღვანელი  მსახიობებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას იშველიებს და მათ კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს, თუმცა მსახიობები გაჩერებას არ აპირებენ და სცენის მიღმაც საპროტესტო აქციებზე დგანან. 

რა ხდება ბათუმში ამ წუთებში - ნატო გოგელია დეტალებით